რიჩარდ ნორლანდის წერილი ამერიკის ახალ ელჩს იან კელის
10-08-2015
რიჩარდ ნორლანდის წერილი ამერიკის ახალ ელჩს იან კელის
მოგესალმებით, ბატონო იან! მე საქართველოდან მივდივარ... მე საქართველოდან მივდივარ...მე საქართველოდან მივდივარ...მაპატიეთ, ბატონო იან, ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ისე მიხარია, რომ ვერ შევძელი ბევრჯერ არ დამეწერა. მაგრამ როგორც აქ ერთ-ერთ რესტორანში ("უამრავში" ვიყავი) თამადამ მასწავლა, ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვისო", ამიტომაც მინდა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, ისე როგორც ჩემმა წინამორბედმა მირჩია.
მაშ, ასე:


1) უპირველესად წაიკითხე ქართული ანდაზები, იქ არის ერთი ანდაზა: ,,მულო, შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო". პრემიერ-მინისტრთან რომ მიხვალ რაიმე საქმეზე, მანდ გამოგადგება.
2)
აუცილებლად დაუმეგობრდი ნოდარ ხადურს (ფინანსთა მინისტრია), ძალიან მაგარი ფინანსისტია, ისე იაფად იყიდის ცხვარს და ისეთ ჩაქაფულს აკეთებს, თითებს ჩაიკვნეტ.
3) აქ ერთი დეპუტატია, სოსო ჯაჭვლიანი, საელჩოში, რაიმე საერთაშორისო კონფერენციაზე თუ დაპატიჟებ, კარგად აუხსენი რა ღონისძიებაა, თორემ შეიძლება საელჩოს გოგონებს 100 დოლარი შესთავაზოს საათში.
4) აქაურ
ტელევიზიებს თუ უყურებ, შეიძლება სიმართლე ვერ გაიგო, რადგან ერთი ერთს ამბობს, მეორე სხვას, ამიტომ იცოდე, ერთადერთი სიმართლის მთქმელი ტელევიზია არის "ხონითV". ვინც მართლა მოკვდება, იმის ნეკროლოგს აცხადებენ.
5) ერთი კარგი რაღაც დავამუღამე და მინდა შენც გასწავლო: თუ რაიმე შეცდომა მოგივიდა და ობამამ საყვედური გითხრა, ,,ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალე. მაინც ყველაფერი მაგათ ბრალდებათ.
6) მინდა ერთი თხოვნა შემისრულო: აქაურ დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და გუგული მაღრაძეს რომ შეხვდები, ინგლისური ასოებით დაწერილი ქართული სიტყვებით ელაპარაკე, რაც მე მტანჯეს, მინდა სამაგიერო გადავუხადო.
7) 2012 წელს რომ მოვედი, "ქართული ოცნება" დამპირდა, საელჩოს ირგვლივ ლამაზ ღობეს გაგიკეთებთო, იმის თქმა მინდა, რომ მე მივდივარ და შენ შეახსენე...
8) ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები რომ მოვლენ შეხვედრაზე, გირჩევ, ფანჯრიდან იყურე და ისე უსმინე, თორემ გეგონება, აპოკალიფსი დაიწყო.
9) აქაურ პრეზიდენტს რომ შეხვდები და გეტყვის, მე საქართველოს პირველი პირი ვარო, კი-თქო, უთხარი, ცოდვაა ბიჭი, კარგი გული აქვს.
10) კაბინეტში, დიდი მაგიდის მარცხენა უჯრაში, დისკები დევს, ლეიბორისტული პარტიის მიტინგები და მანიფესტაცებია ჩაწერილი, წინა ელჩმა დამიტოვა, მე შენ გიტოვებ, ცუდ ხასიათზე როცა იქნები, ჩართე და უყურე, გაერთობი. რომ წამოხვალ, მომდევნოს დაუტოვე და ა.შ.
აბა კარგად, იან, მე ამერიკაში ვბრუნდები, ჯონ ბასი უნდა ვნახო, იმ ფსიქოლოგის მისამართს გამოვართმევ, ჯონ ტეფტმა რომ ურჩია და მას რომ უმკურნალა.

P.S. ხო, მართლა, საელჩოსთან რომ მიხვალ, ნელა შედი, მარჯვნივ გზაზე დიდი ,,იამკაა" და არ ჩაარტყა, დისკებს გაგიფუჭებს.
ასინეთა
28 დეკემბერი 2016 13:59
ძალიან მომეწონა.
როზმერი
23 აგვისტო 2016 13:02
მე ვერ ვიხალისე... უნიჭო ფანტაზიაა
gocha
15 ოქტომბერი 2015 01:01
Magaria

რედაქტორის რჩევით