ხევსურული ადათის მიხედვით...
- გვაპატიოს მიშამ, თუ ვცდებით! ჩვენო ძმებო, ნაციონალებო, დღეს ჩვენ უნდა მოვკვეთოთ ჩვენი ძმა, რომელმაც შებღალა პარტიის ადათ-წესები. გამოიტანეთ დროშა!
- დღეიდან ნაციონალური მოძრაობიდან მხოლოდ მის მდივანს აქვს უფლება გაჰყვეს მას. სმენა იყოს და გაგონება: თუ უწილოდ ნახოს ვინმემ, არ მისცეს წილი; არავინ გაუყალბოს არჩევნები თუ კანდიდატად ნახოს რომელიმე არჩევნებზე; არ მისცეს სულიერმა სამსახური, თუ უსამსახუროდ ნახოს; ყრუ იყოს მისთვის ყველა ნაციონალი, თუნდაც მიშას ქებაში ნახოს; დახშული იყოს მისთვის სამივე
ტელევიზიის ეთერი;

არ გადმოიბიროს არავინ, თუ ოპოზიციის ლიდერად ნახოს; არ გაამარჯვებინოს ტენდერში, თუ ფირმის მმართველად ნახოს; დღეიდან მოიხსნას სამსახურებიდან მისი ბავშვობის, სკოლის, ინსტიტუტის მეგობრები, ნათესავები, ცოლი, დედა, მამა, ძმა, და, ზედა და ქვედა მეზობელი, სიდედრის დისშვილი - მძღოლი კოტე; არც ერთი ჩვენგანი არ გაჰყვეს საცეკვაოდ
მას პატრულის ახალ ჰიმნზე, თუ რესტორანში ნახოს; რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდა ნაციონალსაც აქვს უფლება ამოჰკრას ორიოდე პანღური, თუ სადმე გადაეყარა; დაბოლოს, ჩამოერთვას სიდედრის სახელზე გაფორმებული ოთხოთახიანი ბინა, სიმამრის სახელზე გაფორმებული სამლარიანი აგარაკი წყნეთში, წილი თორმეტივე ბიზნესში და ოთხივე საყვარელი, რომელიც გადანაწილდება ერთგულ ნაციონალებზე.
თუ ვინმემ დაარღვიოს ეს წესი, წყეულიმც იყოს მიშასგან არჩევნებიდან არჩევნებამდე!  

leila ciklauri
10 მარტი 2010 18:30
ამინ...
nia
01 მარტი 2010 15:17
მაგარია!!!

თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?