"მტყუანის?!"
გლდანელ რეზო ზარნაძეს შვილმა ესპანეთიდან ფული გამოუგზავნა, სატელიტური ანტენა იყიდეო. ზარნაძე აგერ უკვე 7 წელია მარტო ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში,
რომელიც რამდენჯერმე გაუტეხეს. ამიტომ, როცა სატელიტური ანტენა იყიდა და აივანზე დაამონტაჟა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ქურდების დასაფრთხობად ზედ დააწერა: "ფრთხილად, მაღალი ძაბვა გადის". მეორე დღეს ანტენა აღარ იყო, სამაგიეროდ მის ადგილას პატარა ფანერის ბილბორდი დახვდა, სადაც დიდი ასოებით ეწერა: "მტყუანის?!".
გიორგი, თბილისი