ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

დედა ეუბნება შვილს:

- შვილო, დისკოთეკაზე ნუ დადიხარ, თორემ დაყრუვდები.

- გმადლობთ, დედა, უკვე ვისადილე.

ქალი მიდის გინეკოლოგთან.

- აქ გტკივა? - მუცელზე დაადებს ხელს ექიმი.

- არა, ცოტა ზევით, - პასუხობს ქალი.

- აქ?

- არა, უფრო ზევით.

- აქ?

- კიდე უფრო ზევით..

- აქ?

-უფრო, უფრო ზევით.

- მერე სტომატოლოგთან წადით, ქალბატონო, ჩემთან რა გინდათ?

KvirisPalitra.Geშევარდნაძემ ახალგაზრდა სააკაშვილი ამერიკიდან ჩამოიყვანა, ხელში ჯოხი მისცა და უთხრა:

- ეს ჯოხი ჯადოსნურია, რასაც ეტყვი, აგისრულებს.

გახარებულმა მიშამ ჯოხი შევარდნაძეს მხარზე დაადო და შესძახა:

- გადადექი, გადადექი!...