ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ლამის მობილურმა იმსხვერპლა

წყნეთში არსებულ დევნილთა სასაფლაოზე ჩემი ახლობლის საფლავის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ამავე სასაფლაოს მუშების ბრიგადირთან, ვინმე გაბრო მითაშვილთან მოლაპარაკება შედგა. გაბრომ ჩემი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი დაიტოვა და მითხრა, - თუ საჭირო ვიქნები, დამიკავშირდითო.

მეორე დღეს ჩემმა მეუღლემ მძიმე ოპერაცია გაიკეთა.

პალატაში გადაყვანილს კი  ჩემი მობილური დავუტოვე. რამდენიმე საათში მობილურზე ზარი გაისმა. ჩემმა ცოლმა ბალიშის ქვეშ ხელი შეაცურა და ახლობლის მოლოცვის მაგივრად მობილურში შემდეგი ხმა გაისმა:

- სასაფლაოდან გაწუხებთ, გაბრიელი, ზოგიერთი საკითხის დასაზუსტებლად და შესათანხმებლად მე თვითონ მოვიდე თუ თქვენ მობრძანდებით?

ფერდაკარგულმა, მისუსტებულმა მეუღლემ აპარატი მე გადმომცა, ბრიგადირი გაბრო ორიოდე სიტყვით გავისტუმრე და მეუღლე ძლივს მოვასულიერე.