ქართლოს კასრაძის ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ქართლოს კასრაძის ანეკდოტები

- რაფრა გეძინა წუხელი, პახმელიაზე?

- დამესიზმრა, ვითომ ჰოლანდიაში ვიყავი და ყვავილებს ვკრეფდი გასაყიდად. შენ რაფრა გეძინა?..

- დამესიზმრა ბრიჯიტ ბარდო და სოფი ლორენი. ვითონ შემოვიდნენ ჩემთან ტიტვლები, ჩამომიწვნენ ლოგინში და დამიწყეს ალერსი - უშენოდ არ შეგვიძლია გაძლებაო!

- მერე, ორი ქალი რად გინდოდა, მე დაგავიწყდი? რატო არ დამირეკე შე ჩემანალა?

- დაგირეკე, რავა არა, მარა დედაშენმა მიპასუხა, - ჰოლანდიაშიაო.

KvirisPalitra.Geსაზღვარზე გააჩერეს მატარებელი, გასაჩხრეკად ვაგონში შემოვიდა მებაჟე, საზღვრის დამცველი ოფიცერი:

- აბა, ვალუტა, ნარკოტიკები, ოქრო, ვერცხლი, კოკაინი, სურათები, ჯვრები, ხატები!..

რაჭველმა "ზაკაზი" მისცა:

- ერთი ჭიქა ყავა!..

KvirisPalitra.Ge ლომი იწვა ტყეში, წვიმის გუბეში. წაადგა კურდღელი:

- ნადირთა მბრძანებელო, მზეთამზევ და უბრწყინვალესო, ამ გუბეში რატომ ისვენებ, გენაცვალე?

- ეჰ, ჩემო ყურცქვიტავ! უკანა ფეხი ხაფანგში გამეხლართა და ვეღარც ვინძრევი.

- მეც არა ვთქვი, ეს ჩათლახი ამ ტალახიან წუმპეში რას კოტრიალობს-მეთქი?