მკითხველი აცინებს მკითხველს - კვირის პალიტრა

მკითხველი აცინებს მკითხველს

მიხეილ სააკაშვილი საქმიანი ვიზიტით  ჩადის ჩინეთში. იქაური დელეგაცია გულთბილად დახვდება, ანახვებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ბოლოს საბავშვო ბაღში

მიიყვანენ, პრეზიდენტი ერთ ბავშვს ხელში აიყვანს და ეკითხება:

- პატარავ, რა გინდა გამოხვიდე?

- პრემიერ-მინისტრი! - ეუბნება ბავშვი.

პრეზიდენტი ბავშვს ჩამოსვამს და მეორეს აიყვანს:

- შენ რა გინდა პატარავ, გამოხვიდე?

- მე უკვე პრემიერ-მინისტრი ვარ, ძალიან გთხოვთ, დამსვით ძირს! - პასუხობს გაბრაზებული ჩინეთის პრემიერი.