მკითხველი აცინებს მკითხველს
მიხეილ სააკაშვილი საქმიანი ვიზიტით ჩადის ჩინეთში. იქაური დელეგაცია გულთბილად დახვდება, ანახვებენ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, ბოლოს საბავშვო ბაღში
მიიყვანენ, პრეზიდენტი ერთ ბავშვს ხელში აიყვანს და ეკითხება:
- პატარავ, რა გინდა გამოხვიდე?
- პრემიერ-მინისტრი! - ეუბნება ბავშვი.
პრეზიდენტი ბავშვს ჩამოსვამს და მეორეს აიყვანს:
- შენ რა გინდა პატარავ, გამოხვიდე?
- მე უკვე პრემიერ-მინისტრი ვარ, ძალიან გთხოვთ, დამსვით ძირს! - პასუხობს გაბრაზებული ჩინეთის პრემიერი.