მაგარი კურიოზი - კვირის პალიტრა

მაგარი კურიოზი

ცხოვრებისეული კურიოზები

ეს კურიოზი ერთმა ჩემმა ნათესავმა (რომელიც წლების განმავლობაში ციმბირში მუშაობდა) მიამბო: 1980 წელს კამჩატკიდან მოსკოვში მოვფრინავ. 12 საათი სჭირდებოდა თვითმფრინავს მოსკოვამდე, ამიტომაც მგზავრები სხვადასხვა საშუალებით ირთობდნენ ხოლმე თავს. ასე იყო ჩემს თვითმფრინავშიც, ზოგი მღეროდა, ზოგი ანეკდოტებს ჰყვებოდა, ზოგი სვამდა... ამ მხიარულებაში მესმის სტიუარდესას ხმა: - ძვირფასო მგზავრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ლაინერით მგზავრობს კაცი, რომელიც პირადად შეხვედრია ლენინს. ამ ინფორმაციამ მგზავრები კიდევ უფრო გაახალისა და მთელმა სალონმა ტაში დაუკრა. შუა სალონში ხელების კანკალით გამოჩნდა 80 წელს გადაცილებული მოხუცი, მგზავრებმა სთხოვეს, მოეყოლა ლენინთან შეხვედრის დეტალები, მოხუციც დასთანხმდა და დაიწყო: "აბა, რა მაქვს მოსაყოლი, შვილებო, 20 წლის ვაჟკაცი ვიყავი, ხე ტყის დამზადებაზე ვმუშაობდი. ერთხელ, მთელი დღის ნაშრომმა ცოტა ხნით შევისვენე. სწორედ ამ დროს მოვიდა ვიღაც ტყავისქუდიანი და წვერიანი კაცი და მეუბნება, - ერთი ეს მორი ამაწევინეო. მე ვუთხარი თუ არ აწევ, მაგ მორის დედაც და შენიც-მეთქი, ჰოდა, რომ მტაცეს ხელი და წამიყვანეს, ახლა ვბრუნდები უკანო" - თქვა და ცრემლი მოერია. აბა, სიცილს ვინ გაბედავდა?!

დოდო სურგულაძე, ბაღდათი