გაბრაზებული პროგრამისტი ქალის წერილი შეყვარებულს
მიმატოვე არა? გუშინ დამირეკე და "პენტიუმ 2"-ს რომ ჩართვისას ხმა ჰქონდა, იმ ხმით მითხარი, ჩვენ შორის "შათდაუნი" ჩამოწვაო. მთელი ღამე გირეკავდი და გთხოვდი "რესტარტს", მაგრამ შენ თითქოს "მაზერპლატა" გადაგწვოდეს, დუმდი.

შენი სუნთქვა მესმოდა მხოლოდ ბოლო მოდელის "ქულერივით". გახსოვს, ალექსანდრეს ბაღში პირველად რომ "ვირეფრეშეთ", რა მშვენიერი ღამე იყო, მაშინ "დავვირუსდი" შენგან პირველად, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, ჩუმად წავედი და "კასპერსკი" გავიკეთე, მას შემდეგ ყოველთვის "ანტივირუსებით" ვხვდებოდით ერთმანეთს.

ვერ მივხვდი,
რატომ "დამადელეიტე", რატომ მომისროლე სხვებივით "კარზინკაში", მე ხომ ყველა შენს ბრძანებას "პრინტერივით" ვასრულებდი. ვიცი, ყველაფერი დედაშენის ბრალია, შენ ხომ დედაშენზე ხარ მიერთებული "იუპიესივით". ახლა, როცა ჩვენ შორის შავმა შრიფტმა გაიარა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გეტყვი, ჩემო "ფეიჯდაუნო", შენზე დარდით "აისიქიუს სმაილიკს" დავემსგავსე და
ახლა "ოდნოკლასნიკებში" დავხეტიალებ ეულად.

მე ახლა შენი სულის "დეკსტოპზე" საცოდავად სადღაც კუთხეში, "ფოლდერივით" ვგდივარ. გულქვავ, გულიდან "ქათი" რად გამიკეთე? ახლა ხომ ცხოვრებაში "ფლეშკადაც"  აღარ ვვარგივარ. გეკითხები, არაკაცო, რატომ "დამაინსტალირე", "სეივს" თუ არ მაძლევდი? მოღალატევ, "ქაფსლოკივით" გადამახტი არა, სხვა ფაილთან წახვედი, არა? მაგრამ დაიმახსოვრე, მე ფორმატი შევიცვალე, ჩემო გულის "ვინჩესტერო" და მაინც გნახავ სადმე "გუგლე ქომში", სად "სკაიპში" დამემალები? მე უკვე "ენტერი" მივეცი შენს სიყვარულს, მიფრთხილდი!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები