ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

გაყრა ხაშურულად

ხაშურის შს განყოფილების უბნის ვეტერან ინსპექტორს, ზურაბ ფარეიშვილს მრავალ ბოროტმოქმედთან და მოდავესთან ჰქონია საქმე.

ზურაბს თავის სამოქმედო უბანში ერთი ჭირვეული ცოლ-ქმარი ჰყავდა. როსულ უბრალო რამეზეც კი კინკლაობდნენ, შემდეგ გარბოდნენ მილიციაში და სასწრაფოდ გაყრას ითხოვდა. მოკლედ, ყველას მოაძულეს თავი.

ერთ საღამოს, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან გვარიანად ნაქეიფარ ზურაბსა და მის ახალ თანამშრომელს, ნოდარ კიკნაძეს მოულოდნელად წინ ავყია ცოლ-ქმარი გადაუდგა და სასწრაფოდ გაყრა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაიკომში ჩივილით დაემუქრნენ.

ზურა და ნოდარი გაჰყვნენ მოდავეებს, შევიდნენ მათ ოროთახიან სახლში და დაიწყეს გაყრის პროცედურა:

- ერთი ოთახი შენ, მეორე ოთახი შენ.

- ერთი საწოლი შენ, მეორე საწოლი შენ.

- ერთი თეფში და კოვზი შენ, მეორე - შენ.

ამავე წესით გაუყვეს მთელი ავლადიდება, ბოლოს კი დარჩენილი ნარდი შუაში გაგლიჯეს:

- ნახევარი შენ, - მისცეს ქმარს.

- მეორე ნახევარი შენ, - მისცეს ცოლს.

- თეთრი ქვები შენ, როგორც უფრო ლამაზს, - მისცეს ცოლს.

- შავი ქვები შენ, - მისცეს ქმარს.

ასევე მისცეს თითო-თითო კამათელი მოდავე მხარეებს და ამით დაამთავრეს კიდეც გაყრის პროცედურა.

- აღარ დაგინახოთ მილიციის ეზოში მოსული, თორემ ვაი თქვენი ბრალი, - გააფრთხილა ზურაბმა მოდავე პირდაფჩენილი ცოლ-ქმარი და ნოდართან ერთად მშვიდად გაემართა თავისი სახლისკენ.

თემურ გიკაშვილი