ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

დღეს პირველი აპრილია!..

პირველი აპრილია. კორპუსში ხანძარია. მიხო დგას ქვემოთ, მარო კი მეექვსე სართულზეა. მიხო დაუძახებს, - გადმოხტი მარო, დაგიჭერ!

მარო გადმოხტება, მიხო გაიწევა და ეტყვის, - დღეს პირველი აპრილია!..

KvirisPalitra.Geღარიბი კახელი

ორი კახელი შეხვდა ერთმანეთს:

- როგორ ხარ? - ჰკითხა ერთმა მეორეს.

- ჩონგურივითა.

- ეგ როგორ?

- სამი ლარი მაქვს მხოლოდ.

KvirisPalitra.Geლოგიკური პასუხი

მიხო საფრანგეთში ჩავიდა და პარიზის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერდა.

- მუსიე, როდისთვის გაგიმზადოთ აბაზანა?

მიხომ თავი მოიქექა:

- ჰოო, ახლა ორშაბათია, არა? შაბათისთვის იყოს...