ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

KvirisPalitra.Geფსიქიატრიულში

ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები უყურებენ "კურიერს". ერთ-ერთი პაციენტი ყოველი სიუჟეტის გასვლის შემდეგ ტაშს შემოჰკრავს და სიხარულით წამოიყვირებს:

- რა კარგია, რომ ფსიქიატრიულში ვარ!

- ეს უკვე გასაწერია, - გადახედა ერთმა ექიმმა მეორეს - აშკარად გამოჯანმრთელდა.

KvirisPalitra.Geსაოცნებო როლი

- მივიღე ჩემი საოცნებო როლი, - ახარა ქმარს მსახიობმა ცოლმა.

- რას ასრულებ?

- მეძავი ბაბაიაგას როლს.

- მერე შენ ბაბაიაგას რომ არ ჰგავხარ?

KvirisPalitra.Geმეკობრე ან ცისფერი

ერთ დღეს, დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ, მიხოს ბიჭი კახეთში საყურით და ბენდენით დაბრუნდა. გაკვირვებულმა მიხომ ჰკითხა:

- ჯო, რა არი ეგა?

- მამი, ამ ცხოვრებაში ან მეკობრე უნდა იყო, ან ცისფერი, - უპასუხა შვილმა.

- რაღაც გემით მოსულს არ ჰგავხარ შენა! - გაბრაზდა მიხო.