ვანოს ფოსტა - კვირის პალიტრა

ვანოს ფოსტა

ჰაკერი ვარ, ოღონდ "ბოროტი" ჰაკერი. ადვილად ვტეხ ნებისმიერი პიროვნების ელექტრონულ ფოსტას. თუმცა ჩვეულებრივი ადამიანები არ მაინტერესებს, პოლიტიკოსებში ვარ "გადავარდნილი".

შევეცდები, ეტაპობრივად მოგაწოდოთ თქვენთვის ნაცნობი პოლიტიკოსის მიღებული თუ გაგზავნილი წერილები. მაშ ასე, - რამდენიმე დღის წინ გავტეხე ვანო მერაბიშვილის ელექტრონული ფოსტა, სადაც ძირითადად მისი აგენტების მიერ გამოგზავნილი წერილები დამხვდა. რამდენიმე მათგანს თქვენც გაგაცნობთ. მე ვერ მივხვდი, ვინ ვისზე ლაპარაკობს, იქნებ თქვენ მიხვდეთ:

პოლიტიკა

ვისგან: აგენტი 6 - "ლეი-ბოი"

"მისია შესრულებულია, მთავარი მშრომელი კენჭს არ იყრის".

ვისგან: აგენტი 1 - "ალიანსკა"

"წავიდა-მოვიდა, წავიდა-მოვიდა... ვაგრძელებ მუშაობას".

ვისგან: აგენტი "ევერესტი"

"ერთი რაიონის მაჟორიტარი მაკლია. მომაწოდეთ".

ვისგან: აგენტი "ხურმა" -

"სიმართლე ყოფილა. აქ ბევრი დოლარებია. არჩევნებს გააყალბებთ და ხელებს მიგამტვრევთ!"

მასმედია

ვისგან: აგენტი "კურიერ 2"

- "გამშიფრა ყველამ, გავშიფრე ყველა, ვიცინით ყველა.

ვისგან: აგენტი "კავკასიელი"

- "მივედი, ვნახე, დავაძინე."

შოუ-ბიზნესი

ვისგან: აგენტი "ჩვენი ხმა"

"ხელისუფლების კანდიდატის კლიპი დავამთავრეთ, ხვალ ოპოზიციის კანდიდატების კლიპებს დავიწყებთ."

ვისგან: აგენტი "პრესვანგა"

"რუსეთის თავზე შავ ღრუბლებს ვხედავ. ვხედავ, საქართველო ნატოში მალე შედის. ვხედავ ეკონომიკურ წინსვლას. კიდევ რას ვხედავ?"