დიალოგი ელიავაზე - კვირის პალიტრა

დიალოგი ელიავაზე

- გამარჯობა, კაფელის დაგება მინდა.

- პრობლემა არაა, გავაკეთებ.

- სანტექნიკაც გასაკეთებელი მაქვს.

- პრობლემა არაა, გავაკეთებ.

- კარგი, შეკიდული ჭერიც მინდა და იმის ხელოსანსაც მოვძებნი.

- პრობლემა არაა, მაგასაც ვაკეთებ.

- კარგი, შევთანხმდით, მაგრამ რემონტის პერიოდში სად ვიცხოვრო? ბინა მექნება დასაქირავებელი.

- პრობლემა არაა, რომელი უბანი გინდა და რა ფასში?

- რა მნიშვნელობა აქვს უბანს, მაინც მარტო ვცხოვრობ.

- პრობლემა არაა, კარგ გოგოს გაგირიგებ, გაცნობის კლუბი მაქვს.