"სვა­ნი პატ­რუ­ლი: ოც­და­ცა­მე­ტი, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვნა­ხეთ და ვერ ან­ძრევს. მე­ო­რე პატ­რუ­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა - შენ მი­ეხ­მა­რე"! - კვირის პალიტრა

"სვა­ნი პატ­რუ­ლი: ოც­და­ცა­მე­ტი, ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი ვნა­ხეთ და ვერ ან­ძრევს. მე­ო­რე პატ­რუ­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა - შენ მი­ეხ­მა­რე"!

ვერ უარვყოფთ, რომ პატრულის თანამშრომლებმა, პოლიტიკოსების მსგავსად, საზოგადოებას თავი ფრთიანი გამონათქვამებით დაამახსოვრეს. მადლიერი მოსახლეობის მხრიდან კი ცნობილი ფრაზის "ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს" გვერდით კიდევ ერთმა ფრაზამ მოიკიდა ფეხი - "მადლობა პატრულს"! გთავაზობთ პოლიციელების მარგალიტებს, რომელთაგან ზოგიერთი ტელევიზიით მოვისმინეთ, ზოგიც - მძღოლებმა გაავრცელეს:

- ჩვენი ეკიპაჟი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილას, მაგრამ მოხდა დამნაშავის გაქცევა, ვაწარმოებთ ძებნას.

- მოქალაქემ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი.

- კვადრატში მოძრაობისას შევნიშნე, რომ მოქალაქე ახორციელებდა მეორე მოქალაქის ცემას.

- ალო, "რიონიი" (ალო - დაუშვებელია, წესით - რიონი, მაგ. 305 ვარ,) "სვეტაფორი" გაიჭედა სტაფილოსფერზე და დარეკეთ სადმე (ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ შუქნიშანი დაზიანდა და მუდმივად ყვითელია ჩართული).

- ბინის ქურდობის ადგილას მივიდნენ პატრულის თანამშრომლები: რიონი, ჩვენ უკვე ადგილზე ვართ და შემდგომი რა ნაბიჯი გადავდგათ? (რა იცის ოპერატორმა?)

- პეკინზე საცობია. ასმეთაური გადასცემს პატრულის თანამშრომლებს, ავტობუსია გაჩერებული, საცობს ქმნის, მიდით, მძღოლი ნახეთ და უთხარით, გადააყენოსო. სვანი პატრული პასუხობს: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. მას მეორე პატრული ეხმაურება - შენ მიეხმარე!

- მოქალაქემ პატრული გამოიძახა (კონკასთან ტაქსში მძღოლი საზურგეზეა გადაწოლილი და მოქალაქე ვერ არკვევს, სძინავს თუ - გარდაიცვალა). ეკიპაჟი მივიდა, ცენტრი ეკითხება მათ, რა ხდება? პატრული პასუხობს: კონკასთან მძღოლთან ვართ, ვანძრევთ, მაგრამ შედეგი არა აქვს.

- ცენტრი გადმოსცემს გატაცებული მაქანის სერიას და ნომერს: ყველას საყურადღებოდ, გატაცებულია ავტომანქანა "მერსედესი", სერია და ფერია უცნობია.

- ერთ-ერთი რაიონის ოცმეთაური დასახმარებლად მოუწოდებს პატრულს, ყველა ეკიპაჟი ამოდით ქართლის დედასთანო. დარბიან ეკიპაჟები, ეძებენ, დასახმარებელ ობიექტს, გადააწითლეს ტყე, მაგრამ ამაოდ. აღმოჩნდა, რომ "ქართლის დედაში" ოცმეთაური ფილარმონიის წინ აღმართულ მუზას გულისხმობდა.

- პერიოდულად ქუჩებზე ეკიპაჟები ერთმანეთს ენაცვლებიან, ზოგმა სანაპიროზე უნდა იმოძრაოს, ზოგმა -

რუსთაველზე. პატრული გადასცემს: 305, შენა სანაპიროზე ჩაიწიე, 303 - შენ რუსთაველზე ამოიწიე.

- როდესაც ქალაქში საცობებია, დროდადრო წითელზე უნდა გაატარო ავტომანქანები, დროდადრო - ჩაკეტო, მოძრაობას პატრული არეგულირებს. ასმეთაური გადასცემს: პეკინზე და კოსტავაზე პერიოდულად ათამაშეთ! (ე.ი. გახსნან და ჩაკეტონ მოძრაობა).

- მზის ჩასვლისას ცენტრის პოლიციელი გადასცემს პატრულს, რომ ჩართონ ციმციმები. ერთ-ერთი ოცმეთაური გადასცემს თავის ოცეულს: ახლა დაღამდა და ყველამ ჩართეთ ციცინათელები.

- ავტომანაქანა მოძრაობისას იმ ზოლში დგას, რომელიც სულ თავისუფალი უნდა იყოს. მეგრელი პატრული რაციით და კუთხური კილოთი მიმართავს მძღოლს: ჯიპი, შენ აქ არ უნდა იყო საერთოდ!

ნანა ფიცხელაური

გზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან