კრიმინალური ქრონიკა - კვირის პალიტრა

კრიმინალური ქრონიკა

ა/წ 10 აპრილს სახლიდან (და საქართველოდანაც) საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა და უკან არ დაბრუნებულა მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი. დაკარგულს ტანთ ეცვა შავი პიჯაკი, ოდნავ მოკლე შარვალი, ეკეთა ყვითელი ჰალსტუხი. გარეგნობა: საშუალოზე მაღალი, შეღებილი შავი თმით, მოგრძო სახით.

დამახასიათებელი ნიშნები: ყველა შემხვედრს უმტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტემპით უსწრებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, რომ მის სამშობლოში ყვავის დემოკრატია, რომ ბიზნესის დასაწყებად უნიკალური პირობებია შექმნილი, რომ მისი დაუძინებელი შრომის შედეგად აღმოიფხვრა კორუფცია, რომ 2008 წლის აგვისტოში მოიგო ომი რუსეთთან და ასე შემდეგ.

თუ ვინმე შენიშნავს ასეთ პიროვნებას, გთხოვთ, დარეკოთ: +995 და შემდეგ ნებისმიერი 8 ციფრი.