ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ოციოდე წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. ჩემი ჟიგულით მე, ჩემი მეზობელი და თანატოლი ზაურ ბებია (გვარია, ბებო არ გეგონოთ) და ასევე ახლობელი

ლევან პაპასკირი საქეიფოდ წავედით სოფ. ხორშში (სენაკი). ბარაქიანი პურმარილი გაიშალა. ზაური თამადის მოადგილედ დანიშნეს და მანამ "იბრძოლა", სანამ მეხუთე ყანწთან ერთად არ "დაეცა" სუფრასთან. რა თქმა უნდა, სახლში მივიყვანე, მაგრამ ჭიშკართანაც ვერ მოახერხა გადმოსვლა. იძულებული გავხდი, მანქანა ეზოში შემეყვანა და აივანთან მიმეყენებინა. სწორედ ამ დროს გამოვიდა ზაურის დედა და დაიყვირა:

- სახლში არ შემოიტანოთ, თორემ თაგვები მომრავლდებიან, ბეღელში წაიღეთ! მე და ლევანმა გაოცებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზაურის დილით სახლში დაუბარებია, ტომრებით ქატოს მოვიტანო.

ვახტანგ ნარსია, ზუგდიდი

KvirisPalitra.Geერევანში მოვხვდი...

კომუნისტების დროა. თბილისის პირველი მაისის რაიონის მილიციის სამორიგეოში ღამის საათებში რეკავს სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი დამეანე ნიკოლაევიჩი.

- სამორიგეო ნაწილია?

- დიახ, ბატონო.

- ვინ ბრძანდებით?

- მძღოლ-მილიციელი, ზემდეგი ხაჩატუროვი.

- მორიგე ვინ არის და სად ბრძანდება?!

- ჯანჯუღაზოვია, ბატონო, გამომძიებელ არუთინოვს ესაუბრება.

- ხელმძღვანელობიდან არავინაა?!

- ჯგუფის უფროსი კნადიანია, ბატონო, ადგილზე.

- მგონი ერევანში მოვხვდი... - ჩაილაპარაკა გაჯავრებულმა სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ყურმილი დაკიდა.

დონი ფანჩულიძე