დღეგრძელობა ბრაზილიურად - კვირის პალიტრა

დღეგრძელობა ბრაზილიურად

ამ პატარა სასმისით და დიდი გულით, მინდა, ჩვენს იუბილარს დავულოცო ნათესავები. პირველ რიგში, გამზრდელი მამიდა, რომელიც აქამდე დედა ეგონა

და გუშინ გაირკვა, რომ მამიდა ყოფილა. მინდა, დავულოცო დეიდა, რომლის შვილი ჩვენი იუბილარის ნახევარძმაცაა. თავისთავად ეს ნახევარძმა, შვილობილია ბიძის, რომელიც მეორე დეიდის პირველი ქმარია. მე მინდა, მოვიგონო ბაბუა, რომელიც ნამდვილი ბაბუა არ იყო და მხოლოდ სიკვდილის წინ გაამჟღავნა ნამდვილი ბაბუის ვინაობა.

ეს ნამდვილი ბაბუა დღეს აქ არის და მინდა ისიც დავლოცო... ახლა მაცნობეს, რომ ნამდვილი ბაბუა ჩვენი მოახლის მამაა. გამოდის, მოახლე ნათესავია და მასაც დავლოცავ... მე მინდა, დავლოცო ბებია. ქალი, რომელიც თავდაპირველად ბიცოლა იყო, დედის მხრიდან. მინდა, დავლოცო დიდი ბებია, თავის ახალშექმნილ ოჯახთან ერთად. მისი ქმარი ხომ ჩვენი ოჯახის ექიმია. დაბოლოს, იუბილარს მინდა, დავულოცო დედა და ახლახან გამოჩენილი მამა, რომელიც სამიოდე წუთის წინ მე აღმოვჩნდი. დაგლოცავ, შვილო!