ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ჭკვიანი

დღეს ტელევიზორში ისეთი გადაცემები გადის, ფანჯარაში ყურება უფრო საინტერესოა.

სხვაგან მოხვდა

ცოლი ნახევარსაათიანი ლაპარაკის შემდეგ დებს ყურმილს, ქმარი ეკითხება:

- რა იყო, ძვირფასო, ასე მალე როგორ მორჩი?

- სხვაგან მოვხვდი, - პასუხობს ცოლი.

* * *

- რაფერ ხარ ჭიჭიკია?

- რაფერ და იმდენი ვალი მაქვს, იმდენი, ერთ დღეში რომ მოვინდომო გასტუმრება, ინფლაცია დაიწყება.

* * *

გურული ქუჩაში შეაჩერა ყაჩაღმა და ფულის მიცემა უბრძანა. მან კი ჯიბეში ჩაიყო ხელი და გამოშვერილ ხელში მზესუმზირა ჩაუყარა.

- რა არის ეს?! - თვალები დაუბრიალა მოძალადემ.

- ა, ძამა, ფულიანის გამორებამდე თავი შეიქციე!..