გიგი ბიძია - კვირის პალიტრა

გიგი ბიძია

- ბიძია, ალასანიას შემოვხაზავ და შევცვლით ყველაფერს, გეხვეწები, რა?!

- შეგცვლი მე შენ კარგად, სახლში დაეტიე თუ არა. ნათურა არ გამოგიცვლია სახლში და რაის შემცვლელი ხარ.

- კარგი, ბიძია, მაშინ მოვდივარ საქმით, გპირდები საქმეს!

- მასე იძახი 6 წელია და შენი გაკეთებული მე არ მინახავს არაფერი, გაეთრიე ახლავე აქედან!

- ბიძია, ცოდვა არა ვარ, ასეთი სახლიდან გამაქციო, წავალ რა, თოფაძეს შემოვხაზავ.

- მამიჩემის მამასთან წასულხარ!

- ეგრე ხო, ბრძოლა გინდა ხო, მიიღებ ბრძოლას დღესვე, წავედი მე, ძიძიგური შემოვხაზე.

- შვილო, მოდი, ნუ ვიჩხუბებთ, დარჩი ჩემთან და ნათლიაშენთან წაგიყვან საქეიფოდ.

- ეგ კაცი არ ვიცი მე ვინაა, წავედი ახლა, ლაღიძე უნდა შემოვხაზო.

- ისე გიქნია, იაკობიძე შემოგიხაზავს, მაგრამ, მაგას ივანიშვილი შემოხაზო არ ჯობია? მაგის არ მეშინია.

- ეს ის ივანიშვილი არაა, ბიძაჩემო, შენ რომ გგონია.

- ააა, მაშინ დარჩი სახლში, შვილო!

- კარგი, ბიძია, კარგი, -  გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა მოზარდმა და თვალცრემლიანი დაშორდა ბიძას, მერობის კანდიდატ  გიგი უგულავას.