გურული ექიმთან - კვირის პალიტრა

გურული ექიმთან

გურული რაჟდენა კუჭმა შეაწუხა, კარგა ხანს ითმინა ტკივილი, ცდლობდა ექიმთან წასვლა აერიდებინა თავიდან, ბოლო ბოლო იძულებული გახდა მისულიყო.

ექიმმა მოუსმინა, გასინჯა, წამალი გამოუწერა და დაარიგა:

- დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ.

- დღეში სამჯერ რომ ვჭამდე, ძამა, ავად რაღა გამხდიდა?! - გაიკვირვა გურულმა პაციენტმა.

წაიკითხეთ ასევე: გურული მაშველი

ეს და სხვა სახალისო ისტორიები წაიკითხეთ ჟურნალ "გზის"  31 აგვისტოს ნომერში