თუ ქალაქის მერი გახდა... - კვირის პალიტრა

თუ ქალაქის მერი გახდა...

თუ თოფაძე გახდება მერი, ამ ქალაქიდან აღარავინ გაიქცევა და პრეზიდენტიც სულ თბილისში იქნება.

თუ ჭანტურია გახდება მერი, გაზი ათი თეთრი იქნება, დენი - ხუთი თეთრი, წყალი - უფასო, უფლისწული აკოცებს ბაყაყს, ბაყაყი გადაიქცევა უმშვენიერეს ასულად და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ.

თუ ალასანია გახდება მერი, მამუკა ახვლედიანი შეიცვლება.

თუ უგულავა გახდება მერი, ახვლედიანი არ შეიცვლება.

თუ ვაშაძე გახდება მერი, ქართველ ხალხს გვექნება კაცობა, მეობა და თქვენ შემოგევლეთ, თქვენი ჭირიმე!

თუ ივანიშვილი გახდება მერი, დიდ ივანიშვილებს გაუხარდებათ.

თუ იაკობიძე გახდება მერი, თორთლაძე მართლა ყოფილა ასული ევერესტზე.

თუ ლაღიძე გახდება მერი, თქვენ იკითხეთ, თორემ, მე კი ვიკისრებ ოცკაციან რესტორანს.

თუ ძიძიგური გახდება მერი, არ ვიცი, რაი მოხდება მაშინ. ბეჩა, რაფრა გოუძღვება ამხელა ქალაქს!