გადააყენეთ, პატრულია! - კვირის პალიტრა

გადააყენეთ, პატრულია!

სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა გივიმ გადაწყვიტა მანქანა გაეყიდა. შესაბამისი განცხადებაც გააკეთა გაზეთში და სამარშრუტო ტაქსის უკანა მინაზეც მიაკრა ცნობა გაყიდვის შესახებ.

ერთხელაც გივის მანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შენიშნეს და გადაწყვიტეს მძღოლს გახუმრებოდნენ. ერთმა პატრულმა მანქანის მინაზე მითითებული ტელეფონის ნომერი აკრიფა და მძღოლს ჰკითხა:

- მანქანის თაობაზე გირეკავთ, რამდენად ყიდით?

გივი ზარმა ძალიან გაახარა, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინა და "კლიენტს" უთხრა:

- იცით, ბატონო, 2 წუთში დამირეკეთ, უკან შობელძაღლი პატრული მომყვება და დამაჯარიმებს.

გივიმ ტელეფონი გათიშა და ძალიან გაუკვირდა, როცა რუპორში გაისმა გაბრაზებული პატრულის ხმა:

- ვინაა შობელძაღლი? გადააყენე ახლავე მანქანა!

ლევან ცაბაძე, თბილისი