ცოლ-ქმარი ოქროს ქორწილს აღნიშნავს - კვირის პალიტრა

ცოლ-ქმარი ოქროს ქორწილს აღნიშნავს

ცოლ-ქმარი ოქროს ქორწილს აღნიშნავს. ქმარი ეკითხება:

- 50 წელია ერთად ვცხოვრობთ და სიმართლე უნდა მითხრა. 7 ბიჭი გავზარდეთ, 6 ერთმანეთს ძალიან ჰგავს და მხოლოდ პირველია განსხვავებული. მითხარი, ხომ არ მღალატობდი?

- ვერ მოგატყუებ, ძვირფასო, გღალატობდი.

- და ვინ არის იმ პირველის მამა?

- შენ.