"იცით, ექიმო, ჩემს ქმარს ჰგონია, რომ თვითმფრინავია" - კვირის პალიტრა

"იცით, ექიმო, ჩემს ქმარს ჰგონია, რომ თვითმფრინავია"

ვებპორტალ "მკურნალის" რუბრიკის ექიმები ხუმრობენ სტუმარია ქირურგი დავით გოგოლაშვილი:

  • უროლოგის კაბინეტთან მამაკაცი ზის, რომელსაც ენა ებმის. იღება კარი და ექიმის კაბინეტიდან მამაკაცი გამოდის". "ა-აბა-ა, რ-რ-როგორ ხა-არ? რა-ა გ-გ-გიპოვა ე-ე-ექიმ-მა?" "პროსტატიტის დიაგნოზი დამისვა". "ე-ე-ეს რ-რ-რა ა-ა-არის?" "რა და, ზუსტად ისე ვშარდავ, როგორც შენ ლაპარაკობ!!!"
  • წარწერა კოსმეტოლოგიური კაბინეტის კარებზე: "მობრძანდით, ჩვენ ვერაფრით შეგვაშინებთ!"
  • ნაცნობი - ექიმს: "რატომ ეკითხები ყველა პაციენტს, რა მიირთვა ვახშმად? ამას რამე მნიშვნელობა აქვს?" "აქვს, რადგან სწორედ მენიუს მიხედვით ვადგენ, შეუძლიათ თუ არა მკურნალობის საფასურის გადახდა".
  • "როცა ახალგაზრდა ვიყავი, - ამბობდა ერთი ცნობილი ექიმი, "ძალიან მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი". "რატომ გადაიფიქრეთ?" "ფერწერაში ყველა შეცდომა ჩანს, მედიცინაში კი მათ პაციენტებთან ერთად მარხავენ"
  • ფსიქიატრთან მიღებაზე: "იცით, ექიმო, ჩემს ქმარს ჰგონია, რომ თვითმფრინავია". "ეს როგორ?" "აი, მაგალითად, გუშინწინ საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ სახლში ვერ მოვიდოდა, იმიტომ, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მხოლოდ სათადარიგო აეროდრომზე დაჯდომის უფლებას აძლევენ". "ალბათ, გეხუმრათ, ქალბატონო". "არ ვიცი, არ ვიცი... მერე სტიუარდესამ დარეკა და მითხრა, რომ ჩემს ქმარს ტექნიკური ხასიათის პრობლემებიც აქვს - შასის გამოშვება ვერაფრით მოახერხა".
  • სამედიცინო ინსტიტუტის ლექციაზე სტუდენტი ეკითხება მოხუცებულ პროფესორს: "იმპოტენცია რა არის?" "პროფესორს სახეზე ღიმილმა გადაურბინა: "იმპოტენცია - ეს ისეთი მოვლენაა, რომლის დროსაც გრავიტაციის ძალა საპირისპირო სქესისადმი მიზიდულობის ძალას აჭარბებს". (იხილეთ სრულად)