ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ანალიზების პასუხი

რკინიგზის პოლიკლინიკაში რკინიგზელებს უფასოდ ემსახურებიან, ხოლო სხვები რაღაც თანხას იხდიან. ქუთაისის რკინიგზის პოლიკლინიკაში მისულ მემანქანე კოწიას, რომელსაც ხელში ანალიზების პასუხები ეჭირა, მეზობელი კობა შეხვდა და ჰკითხა:

- რა იყო კოწია, რაღაც მოწყენილი ჩანხარ, ცუდად ხომ არ ხარ?

კოწიამ უპასუხა:

- ანალიზები ჩავაბარე და პასუხები არ მომწონს.

- რამდენი გადაიხადე? - შეეკითხა კობა.

- არაფერი, უფასოდ გამიკეთეს.

- აბა, რა გეგონა, შე ოჯახაშენებულო, უფასოდ კარგ პაუხს ვინ მოგცემს? - "დაამშვიდა" კობამ მეზობელი.

ავთანდილ კუპრეიშვილი, სოხუმი-წყალტუბო