გამიშვით!
საგარეჯოელი ანიჩკა ლაფერაშვილი ღრმად მოხუცებული დაქვრივდა. მისასამძიმრებლად ბევრი ხალხი მოვიდა. ანიჩკა ბებო თან სამძიმარს იღებდა, თან მოუსვენრად
იყო.
მალ-მალე წაუტირებდა, - აღარ შემიძლია, გამიშვითო. ხალხი შეეჭვდა, თავი არ მოიკლასო და რძალს უთხრეს: - თვალი გეჭიროსო. რძალიც გულმოდგინედ ჩასჭიდებდა ხელს, როგორც კი წამოიწევდა. ძალიან რომ შეწუხდა ანიჩკა ბებო, ხმადაბლა ტირილით უთხრა რძალს: - გამიშვით თქვე ოჯახქორებო, ლამისაა ქვეშ ჩავიფსაო...
რომან ზუკაკიშვილი, სოფელი პატარძეული