ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

დღეს კაპელოს დღეობაა...

ალჟირთან თამაშის წინ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო შედის გასახდელში და ინგლისელ ფეხბურთელებს ეუბნება:

- ბიჭებო, დღეს დაბადების დღე მაქვს, აბა თქვენ იცით, მომიძღვენით მოგება.

- მოგება? - გაიკვირვეს ინგლისელმა ფეხბურთელებმა, ადრე მაინც გეთქვათ, ჩვენ უკვე ჰალსტუხი გიყიდეთ.

დატანჯული ცოლი

ბილ გეიტსის ცოლი თურმე ფანჯრებს ვერ წმენდს, გააღებს გასაწმენდად, ახალი ფანჯარა გაიღება, იმას გააღებს, კიდევ ახალი და ასე დაუსრულებლად.

KvirisPalitra.Geდაკითხვა

გამომძიებელი ეკითხება ბრალდებულს:

- ეს დანა გეცნობათ?

- კი, რა თქმა უნდა, - პასუხობს ბრალდებული.

- ესე იგი აღიარებთ დანაშაულს?

- არა, ბატონო გამომძიებელო, უბრალოდ, 3 კვირაა, ყოველდღე მაჩვენებთ ამ დანას და დამამახსოვრდა.