ქვრივი ნადია გარდაცვლილ მეზობელს ქმართან წერილს ატანს - კვირის პალიტრა

ქვრივი ნადია გარდაცვლილ მეზობელს ქმართან წერილს ატანს

ეს ამბავი ნამდვილად მოხდა გურიაში. გარდაიცვალა მოხუცი მამაკაცი. პანაშვიდზე მივიდა მეზობლის ქალი ნადია, რომელსაც მეუღლე ახალი გარდაცვლილი ყავდა და ჭირისუფალს სთხოვა, -დიდი ბოდიშის მოთხოვნით ამ წერილის გატანება მინდა ჩემს მეუღლესთანო და კონვერტი გადასცა წერილით...

უარს ვინ ეტყოდა წერილის გაგზავნაზე და ნადია გულდამშვიდებული წავიდა სახლში.

მოგვიანებით ახალგაზრდებმა, სანამ მიცვალებულს წერილს გაატანდნენ, საგულდაგულოდ დაწეპებული წერილი გახსნეს და წაიკითხეს:

- ვალოდია თქვააააა.... შენ კი წამოწოლილხარ მანდ მხართეძოზე რა გენაღვლება... და მე მომკლა ამდენი შენი საკურთხის კეთებამ... ძალიან დავიღალე და გადავწყვიტე პერიოდულად გამოგიგზავნო ფული... და ახლა ამ წერილთან ერთად გიგზავნი 10 მანეთს ..

მოძებნე მანდ დიეტური სასადილო იქნება სადმე და იყიდე საჭმელი რამე!

ცოტა ხანს კი გეყოფა ეს ფული... მერე ჩვენი მეზობელი პავლეა ძალიანან ცუდად და რომ წამოვა კიდე გამოგიგზავნი ფულს.... მერე კიდე ვინმეს მოაკითხავს მიქელ გაბრიელი და ასე...... აბა შენ იცი თავს მიხედე... გკოცნი. შენი ნადია!