გურულმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან - კვირის პალიტრა

გურულმა ცოლს შეუსწრო საყვარელთან

გურულმა ცოლს შეუსწრო საძინებელში საყვარელთან გართულს. მოვკლავ ამ კაცსო, დაიქუხა. ამ დროს ცოლი ჩაუვარდა ფეხებში, არ დამღუპოო.

რაიო? - შფოთავს გაკვირვებული და გაავებული ქმარი.

ცოლი - რა და, ის 2-ათასდოლარიანი ქურქი, რომელიც მაცვია, თანამშრომლებს კი არ უყიდიათ ჩემთვის, ამ კაცმა მიყიდაო....

აი, შენ რომ ბოლო გამოშვების "მერსედესით" დადიხარ, ბიძაჩემს კი არ უყიდია, ამ კაცმა გიყიდა...

ამას წინათ რომ გითხარი, ლატარიის ბილეთი უნდა ვიყიდო, ახლა სამოთახიან ბინას მოვიგებთ-მეთქი, ამან უნდა მიყიდოს ის ბინა...

გურული გაბრაზებით შეხედავს ცოლს და დაუყვირებს:

- მერე შენი ასე და ისე... კაცი "სკვაზნიაკში" გიწევს? ფანჯარა მაინც დახურე!