"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო" - კვირის პალიტრა

"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო"

ლევან მეგრელიშვილი 16 წელია, ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს და გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს. პარალელურად, ორ სხვადასხვა კლინიკაში თერაპევტად მუშაობს და გურულებსაც ძალიან უყვართ ექიმი ლევანი. ის ამბობს, რომ გურულ პაციენტებთან ურთიერთობა იოლი არ არის და აუცილებელია, ექიმს იუმორის გრძნობაც ჰქონდეს.

"შენი ხათრიზა თუ არ მოვშარდო"

- ერთ ასაკოვან ბებიასთან მოვხვდით გამოძახებაზე, ძალიან შფოთავდა პაციენტი. ჰქონდა მაღალი წნევა და სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. შესაბამისად, დავიწყეთ მედიკამენტური თერაპია და სხვა ნემსებთან ერთად შარდმდენი პრეპარატი გავუკეთეთ. ვზივარ ამ ბებოს გვერდით და ველოდები სიტუაციის დასტაბილურებას. გადის დრო და მოხუც ქალბატონს ვეკითხები:

- ბებო, მოშარდვა ხომ არ გინდათ?

- არა, ბებო, - მპასუხობს პაციენტი. ცოტა ხანში ისევ გავუმეორე:

- ხომ არ გეშარდებათ, ქალბატონო?

- არა.

ისე მოხდა, რამდენჯერმე მომიწია ამ კითხვის გამეორებამ და შეწუხდა ბებო. მეათედ შეკითხვის მერე უცებ გადაიძრო საბანი და მხნედ თქვა:

- გამიშვით, ჩემი არ გეიშვა არაფერი ექიმო, ახლა შენი ხათრიზა თუ არ მოვშარდოო.

გვეშველა, ჩემი ხათრიზა მოშარდვამ შედეგი გამოიღო, ბებოს წნევამაც დაიწია და კარგად გახდა. (იხილეთ სრულად)

წაიკითხეთ ასევე: შემთხვევა ბახმაროში