"შენს მოს­ვ­ლამ­დე აქა­ნე არა­ვინ ყო­ფი­ლა" - კვირის პალიტრა

"შენს მოს­ვ­ლამ­დე აქა­ნე არა­ვინ ყო­ფი­ლა"

ლევან მეგრელიშვილი 16 წელია, ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს და გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს. პარალელურად, ორ სხვადასხვა კლინიკაში თერაპევტად მუშაობს და გურულებსაც ძალიან უყვართ ექიმი ლევანი. ის ამბობს, რომ გურულ პაციენტებთან ურთიერთობა იოლი არ არის და აუცილებელია, ექიმს იუმორის გრძნობაც ჰქონდეს.

"შენს მოსვლამდე აქანე არავინ ყოფილა"

- ჩემი კოლეგა ქალბატონი წავიდა გამოძახებაზე. შეტყობინება ასეთი იყო: სასქესო ორგანოსა და საშარდე გზების დისკომფორტი. მიდის და ხედავს, მამაკაცი წევს და ყვირის: - მტკივა ძალიან, წვა და ტკივილი მაქვსო!

- ბატონო, თუ არ დავხედე და არ გავსინჯე, ასე არ გამოვა, - ეუბნება ექიმი.

მორცხვად, მორიდებით, აჩვენა ექიმ ქალს კაცმა ორგანო და ჩემი კოლეგა ეუბნება:

- ბატონო, ჩემს მოსვლამდე ხომ არ გიწვალებიათო?

ამ კაცმა გაბრაზებით მიუგო:

- ბიძია, იცი, რას გეტყვი? შენს მოსვლამდე აქანე არავინ ყოფილა, შენ ამწუთას მოი და როდის ვაწვალებდი, მითხარიო.

(იხილეთ სრულად)