როცა სტუმრები იგვიანებენ - კვირის პალიტრა

როცა სტუმრები იგვიანებენ

მოგეხსენებათ, გაჭირვებამ ბევრი გადახვეწა საქართველოდან, მათ შორის ჩემი ქალიშვილიც, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა სასწავლებლად და ბოლოს გათხოვდა

კიდეც.

ზაფხულში მოუთმენლად ველოდით მონატრებულ ქალიშვილს, ახალშეძენილ სიძეს და შვილიშვილს, ახლობლებიც მოვიპატიჟეთ. პირდაპირ სუფრაზე ველოდით ძვირფას სტუმრებს. ბოლო მომენტში შეგვატყობინეს, მიზეზთა გამო, ვერ მოვდივართო.

წაიშინა თავში ხელები ჩემმა მეუღლემ, ატირდა, მარა რა ატირდა:

- დავკარგე შვილი, ჩვენ რომ დავიხოცოთ, ის აქ ჩამომსვლელი არ არისო!

მოვეფერე ნერვებმოშლილ ქალს, შეძლებისდაგვარად დავამშვიდე და მერე "მრისხანედ" ვუთხარი:

- მოიცა, ჩამობრძანდება შენი ქალიშვილი აქ და მე იმას დედას... - მოკლედ, შევაგინე მამაპაპურად.

- ჯანსუღ, მაგიზა იმათ ჩამოსვლას თუ ვუცადეთ, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე! - გამოცოცხლდა ჩემი კნეინა და სასწრაფოდ შეიმშრალა ცრემლი.

ჯანსუღ ბოჭორიშვილი, რუსთავი