სვანი ქუთაისიდან თბილისში მგზავრობს ავტობუსით. გზაში ჩათვლიმა. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მძღოლს გასძახა:- შოფერ! გააჩერე, ქუდი გადამივარდა!- შენ, ძმაო, ქუთაისიდან გძინავს და სად ვეძებო ახლა მე შენი ქუდი?სვანმა თავზე ხელი დაიდო და ბრძნულად დაასკვნა:- არა! ახლოს იქნება გადავარდნილი, თავი ისევ თბილი მაქვს!