სასტიკი ხუმრობა - კვირის პალიტრა

სასტიკი ხუმრობა

სოფელს არ დავასახელებ, მაგრამ უმაგრესი სოფელია ქართლში. როგორც ყველა სოფელს, მასაც ჰყავს კოლორიტი და როგორც თითქმის ყველა სოფელში, "კრუხი" გივიაც ტრაქტორისტია.

ყველგან და ყველაფერში "მაცინე" და "მაღიზღიზე" ტიპები რომ არიან, ისეთი. მოკლედ, გივიას მამა გარდაეცვალა. ის წლებია, სინათლე კვირაში ერთხელ რომ მოდის. გასვენების წინადღის პანაშვიდი დასრულდა. ოჯახში გივია, მისივე ბიძაშვილი და გივიას მეუღლე - ლენა დარჩნენ. "კრუხმა" თავის ბიძაშვილს "პრიკოლის" გეგმა გააცნო და ამოქმედდნენ: მიცვალებული სასახლიდან ამოიღეს და იმავე ტახტის ქვეშ შედეს, სასახლეში კი ბიძაშვილი ჩაწვა და სუდარა გადაიფარა. უკვე ბინდია... ოთახს გარდერობის თავზე შემოდგმული ლამფა ოდნავ ანათებს. გივია ცოლთან გავიდა: - ლენა, გამოგეგავა ოთახი, სანამ დროა, თორემ დილიდან დაიწყებს ხალხი მოსვლას და სირცხვილია. გაგრძელება