პატარძალი გაიყვანეთ! ანუ როგორ დამალურჯეს საკუთარ ქორწილში - კვირის პალიტრა

პატარძალი გაიყვანეთ! ანუ როგორ დამალურჯეს საკუთარ ქორწილში

მოგეხსენებათ დასავლეთელებისა და აღმოსავლეთელების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ... ერთიმეორის ქილიკსა და ლანძღვაში უშურველად იხარჯებიან...

ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება შოთიკოც. ის ერთი შარიანი და ჩხუბისთავი ბიჭია. დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და იმის მიუხედავად, რომ აღმოსავლელ ხალხს ცივსა და არასტუმართმოყვარეებს უწოდებს, მაინც იქაური გოგო მომიყვანა ცოლად.

2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შოთიკომ ცოლობაზე დამითანხმა. გრძნობა ორმხრივი იყო, მაგრამ მასთან ოჯახის შექმნაზე თავს ვიკავებდი. ამის მიზეზი კი გარკვეულ წილად ის იყო, რომ ჩხუბში ნაცემ-ნაბეგვი შოთა ხშირად მირეკავდა ხოლმე და მისი "ჩასინიაკებული" თვალის, გახეთქილი ტუჩისა და უამრავი ნაიარევის დანახვისას, უკან ვიხევდი და მასთან ურთიერთობის სურვილი მიქრებოდა, თუმცა ბოლოს მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა და დასავლეთში გავთხოვდი. გაგრძელება