"აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?" - კვირის პალიტრა

"აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?"

გურულმა, როგორც იქნა, დაარწმუნა სამხედრო კომისარიატის ექიმი, რომ მხედველობა არ უვარგოდა და იმ საღამოსვე კინოში წავიდა ახალი ამერიკული ფილმის სანახავად. ფილმი დაიწყო და ჰოი, საოცრებავ, ეს ექიმი გვერდით არ უზის! გურული არ დაბნეულა, მიუბრუნდა ექიმს და ეკითხება:

- უკაცრავად, ბატონო, აი ავტობუსი ჩოხატაურში ხომ გეიარს?