"ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა" - ფიქრია ექიმის კურიოზები
"ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა" - ფიქრია ექიმის კურიოზები
ბავ­შ­ვო­ბა­ში ექი­მად თა­ვი ვერ წარ­მო­ედ­გი­ნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად წე­რა უყ­ვარ­და.
მო­ზარ­დო­ბი­სას კი ამ პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნ­და და ამი­ტომ ჩა­ა­ბა­რა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აქვს პა­ტი­ვი, იყოს ექი­მი. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ უკ­ვე ოთხ­ჯერ გა­და­არ­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე - გა­ჩე­რე­ბუ­ლი გუ­ლი აამუ­შა­ვა. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ფიქ­რია ში­ომ­ღ­ვ­დ­ლიშ­ვი­ლი ამ­ჯე­რად სა­ხა­ლი­სო ამ­ბებს გა­იხ­სე­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა
მა­მა-შვი­ლი და­დი­ო­და ჩემ­თან. შვი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გავ­გ­ზავ­ნე. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი
დას­ჭირ­და. რო­ცა ვნა­ხე მე­ო­რე ანა­ლი­ზი და პირ­ველს შე­ვა­და­რე, იმ­დე­ნად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო ერ­თ­მა­ნე­თის­გან, რომ არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბო­და. პა­ცი­ენტს ჩა­ვე­ძიე, რო­დის და რო­გორ აიღო გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ რო­დე­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად გვა­რი გა­მო­აცხა­დეს, შვი­ლის ნაც­ვ­ლად მა­მა შე­სუ­ლა და იცით, რა­ტომ? ჩე­მი შვი­ლი რა­ღაც საქ­მე­ზე გა­ვი­და და
რი­გი რომ არ და­მე­კარ­გა, მე შე­ვე­დი და ანა­ლი­ზი ჩა­ვა­ბა­რეო, - მი­პა­სუ­ხა მა­მამ.

რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ
სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­ში მო­რი­გე­ო­ბის დროს, გა­მო­რიცხუ­ლია, დღე ისე გა­ვი­დეს, რომ კუ­რი­ო­ზუ­ლი თუ არა, ღი­მი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი რამ არ მოხ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზამ­თარ­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტ­თან მის­ვ­ლა დაგ­ვი­ან­დეს. მე და ჩე­მი კო­ლე­გა მი­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე და ავად­მ­ყო­ფი მო­ვი­კითხეთ. - თქვენ ჯერ ჩა­მოს­ხე­დით, დაბ­რ­ძან­დით, - გვე­უბ­ნე­ბი­ან. პა­ცი­ენ­ტი და­სავ­ლე­თი­დან მოჰ­ყავთ და ახ­ლა, რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი სა­ა­თი კი­დევ შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ლო­დინ­მა... საქ­მე წინ წა­იგ­დეს, - ავად­მ­ყო­ფი რო­ცა მო­ვა, ექი­მი უკ­ვე ად­გილ­ზე დახ­ვ­დე­ბაო.
გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?