"ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა" - ფიქრია ექიმის კურიოზები - კვირის პალიტრა

"ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა" - ფიქრია ექიმის კურიოზები

ბავშვობაში ექიმად თავი ვერ წარმოედგინა, ყველაზე მეტად წერა უყვარდა.

მოზარდობისას კი ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც თავად ამბობს, აქვს პატივი, იყოს ექიმი. სრულიად ახალგაზრდამ უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე - გაჩერებული გული აამუშავა. ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი ამჯერად სახალისო ამბებს გაიხსენებს, რომლებიც მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

ანალიზები შვილის ნაცვლად ჩააბარა

მამა-შვილი დადიოდა ჩემთან. შვილი იყო პაციენტი, რომელიც ანალიზების ჩასაბარებლად გავგზავნე. რაღაც დროის შემდეგ, განმეორებითი ანალიზი დასჭირდა. როცა ვნახე მეორე ანალიზი და პირველს შევადარე, იმდენად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. პაციენტს ჩავეძიე, როდის და როგორ აიღო განმეორებითი ანალიზი? აღმოჩნდა, რომ როდესაც ლაბორატორიაში შესასვლელად გვარი გამოაცხადეს, შვილის ნაცვლად მამა შესულა და იცით, რატომ? ჩემი შვილი რაღაც საქმეზე გავიდა და რიგი რომ არ დამეკარგა, მე შევედი და ანალიზი ჩავაბარეო, - მიპასუხა მამამ.

რიკოთს გამოსცდნენ

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მორიგეობის დროს, გამორიცხულია, დღე ისე გავიდეს, რომ კურიოზული თუ არა, ღიმილის მომგვრელი რამ არ მოხდეს. მოგეხსენებათ, ზამთარში გამოძახებების რიცხვი იზრდება და შესაძლოა, პაციენტთან მისვლა დაგვიანდეს. მე და ჩემი კოლეგა მივედით გამოძახებაზე და ავადმყოფი მოვიკითხეთ. - თქვენ ჯერ ჩამოსხედით, დაბრძანდით, - გვეუბნებიან. პაციენტი დასავლეთიდან მოჰყავთ და ახლა, რიკოთს გამოსცდნენ. დაახლოებით ერთი საათი კიდევ შეიძლება მოგიწიოთ ლოდინმა... საქმე წინ წაიგდეს, - ავადმყოფი როცა მოვა, ექიმი უკვე ადგილზე დახვდებაო.

გაგრძელება