"წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს" - კვირის პალიტრა

"წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს"

ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რომელიც 3 წელია, კლინიკაში უროლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით დაიწყო.

"წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს"

- წავედით გამოძახებაზე გურიის ერთ სოფელში. ვუმკურნალეთ ასაკოვან პაციენტს და ჩვენი წასვლის დრო რომ მოვიდა, მამაკაცი ცოლს ეუბნება, - ქალო, მიდი, ექიმებს პატივი ვცეთ და მანდარინი გავატანოთო. ქალი ეკითხება: რითი გავატანო, პარკით თუ "მეშოკითო"? - მგონი, ამ პასუხზე დაარტყა მეორედ წნევამ ავადმყოფს: რა მეშოკით, ქალო, ცელოფანის პარკითო... გავიდა ცოლი ოთახიდან. გადის 10 წუთი და არ ჩანს. არადა, არ გვიშვებს ეს მამაკაცი და უცებ, კარზე წიხლის მირტყის ხმა ისმის, იღება კარი და რას ვხედავთ - 2 დიდი ცელოფანის პარკი გაუვსია ქალს მანდარინით და ძლივს მოათრევს.

გაკვირვებულებმა ვკითხეთ, - ამდენი რად გინდოდათ, ქალბატონო? - წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს ეს მანდარინიო. (იხილეთ სრულად)