დაგვალოცვინე - კვირის პალიტრა

დაგვალოცვინე

ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რომელიც 3 წელია, კლინიკაში უროლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით დაიწყო.

დაგვალოცვინე

- სვანს ვუკეთებთ ოპერაციას. ჩვენივე სართულზე არის კვების ბლოკი. შედის სვანი და მისი მნახველები, სულ 8 კაცი. ერთმანეთში რაღაცას სვანურად ლაპარაკობენ, მერე მათგან ერთ-ერთი ჩვენს მზარეულთან მიდის და ეუბნება: ახლა, მისმინე, ჩვენი მეგობარი იკეთებს დღეს ოპერაციას და მოდი, დაგვალოცვინე ერთი ჭიქით. - საავადმყოფოში დალევა არ შეიძლება და არც მაქვს სასმელი, - პასუხობს მზარეული. - კარგი მაშინ, - უპასუხა სვანმა და მეგობრებთან დაბრუნდა. ცოტა ხანში უკვე მეორე მივიდა მზარეულთან: მისმინე კარგად, შენთვის რომ გაქვს გადადებული, ის მაინც დაგვალევინეო. (იხილეთ სრულად)