"ექიმი ამას არ მაკადრებდა..." - კვირის პალიტრა

"ექიმი ამას არ მაკადრებდა..."

ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რომელიც 3 წელია, კლინიკაში უროლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით დაიწყო.

- მოვიდა პაციენტი და უკანა ტანში გასაკეთებლად სანთლები გამოვუწერე. მეორე დღეს მირეკავს გამწარებული და ყვირის: ექიმო, ძალიან ცუდად ვარ, რამე მიშველეო. მესმის სახლში დიდი ხმაურია, ცოლი უყვირის, - მომეცი ყურმილი ჩქარა, მე ავუხსნი, ხომ ხედავ, ვეღარ ლაპარაკობო. - ექიმო, თქვენ რომ სანთელი გამოუწერეთ, ვუთხარი, რომ უკანა ტანში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არაფრით დამიჯერა, - ასე არ იქნება. მე ამას ექიმი არ მაკადრებდა, ტყუი შენ, ეს დასალევი წამალიაო. ჰოდა, დალია. კისერში არ გადასდიოდა, ლიტრი წყალი დასჭირდა, რომ გადაეყლაპა, ახლა კი ძალიან ცუდად არისო. პაციენტის ცოლს ვურჩიე, "სასწრაფო" გამოეძახებინა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ანაფლაქციური შოკით. (იხილეთ სრულად)