"ჩინურია, ბიჭო, ჩინური"
"ჩინურია, ბიჭო, ჩინური"
ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რო­მელიც 3 წელია, კლინიკაში ურო­ლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით
დაიწყო.

- ეს ამბავი უროლოგიას ეხება. ოპერაცია გავუკეთეთ პაციენტს, გავწერეთ და 10 დღის შემდეგ, მოდის გინებითა და ყვირილით: მე ციხიდან ახალი გამოსული ვარ. აქ ოთხი კაცის მოსაკლავად მოვედი. მოგკლავთ და დავბრუნდები ისევ ციხეშიო. ვეკითხებით მიზეზს და ამბობს, - ცოლმა მითხრა, ექიმებმა დაგიპატარავეს, მანამდე მამაპაპური, ქართული
მქონდაო. - არ შევხებივართ მაგ ადგილს, ბატონოო, - ვუმტკიცებთ. ის არ ჩერდება, რაღაცების ახსნას ცდილობს, თანაც - დეტალებში. გადავირიე, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: შენ მამაპაპური კი არა, ჩინური გქონია, ბიჭო, ჩინური-მეთქი. (იხილეთ სრულად)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?