"ნუგზარი დაარქვით" - კვირის პალიტრა

"ნუგზარი დაარქვით"

ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რომელიც 3 წელია, კლინიკაში უროლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით დაიწყო.

ნუგზარი დაარქვით

- "უაზით" მშობიარე გადმოგვყავს საავადმყოფოში. სოფლის გზებზე ქალს გაუძლიერდა ტკივილი და მშობიარობა გზაში დაეწყო. მანქანაში ვამშობიარეთ. მძღოლი ემოციებშია და აჟიტირებული ყვირის, - ბედნიერი კაცი ვარ, ჩემს მანქანაში ქალმა იმშობიარა და ამ ბავშვს აუცილებლად ჩემი სახელი, ნუგზარი უნდა დაარქვათო. ხელში მიჭირავს პატარა და ვხედავ, გოგოა. რა ნუგზარი, გოგონა დაიბადა-მეთქი. - მაშინ, ნათელა მაინც დაარქვით, "ნ"-ზე ხომ იწყებაო... (იხილეთ სრულად)