ცოცხალი მიცვალებული - კვირის პალიტრა

ცოცხალი მიცვალებული

ჯიბო პაპა კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. 80 წელს მიღწეული მოხუცი უეცრად გარდაიცვალა. მივედით მეზობლები და წესისამებრ "ზალაში" გადავასვენეთ.

მე, როგორც ყველაზე პატარა, ჯიბოს შვილმა პაპუნა ოსტატთან გამგზავნა, მოვიდეს, "ზალა" გამიშპალეროსო. ხალხი მოვა და სირცხვილიაო. პაპუნასაც უარი არ უთქვამს.

შეუდგა საქმეს. ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული, მეორე სართულის ფანჯრიდან პაპუნა ყვირილით გადმოხტა: - მიშველეთ, ჯიბომ მკითხა, აქ რას აკეთებო. სასწრაფო გამოვიძახეთ და დადგინდა, რომ ჯიბოს კლინიკური სიკვდილი დაემართა. გავიდა რამდენიმე დღე და ისევ გარდაიცვალა მოხუცი. ისევ მოვიდა პაპუნა და დაიწყო "ზალის" რემონტი, ისევ აყვირდა ოსტატი, მაგრამ ამჯერად კარიდან გამოვარდა, მიშველეთ, ისევ მკითხა, რას აკეთებო! ამ ამბიდან ერთი თვის თავზე, ამჯერად მართლა გარდაიცვალა ჯიბო. პაპუნას მოყვანა მე დამევალა:

- წამოდი პაპუნა ძია, ახლა მართლა გარდაიცვალა ჯიბო პაპა.

- არა, გენაცვალე, მაგას სანამ დამარხულს არ ვნახავ, იმ "ზალაში" ჩემდათავად შემსვლელის...

გიორგი ბაღდავაძე, თბილისი