"ბა­ბუ, 180-მდე იქ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

"ბა­ბუ, 180-მდე იქ­ნე­ბა"

ბავშვობაში ექიმად თავი ვერ წარმოედგინა, ყველაზე მეტად წერა უყვარდა. მოზარდობისას კი ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც თავად ამბობს, აქვს პატივი, იყოს ექიმი. სრულიად ახალგაზრდამ უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე - გაჩერებული გული აამუშავა. ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი ამჯერად სახალისო ამბებს გაიხსენებს, რომლებიც მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

გურულებთან მოვხვდით, პაციენტი 70 წლის ძალიან ემოციური კაცია, რომელსაც არტერიული ჰიპერტენზია - მაღალი წნევა აქვს. აფორიაქებული გადის და გამოდის, ვერაფრით დავსვით. ჯერ იმას გვიხსნის, გურული ვარ და შეუძლებელია, ჩემთვის დაჯდომა, და მით უმეტეს, მაღალი წნევის დროს რომ დავჯდე, გამორიცხულიაო. რა არის თქვენი ნორმალური წნევა? - ვეკითხებით, ახლანდელს უნდა შევადაროთ. დიდი ემოციებით გვეუბნება: ბაბუ, ჩემი ბუნებრივი წნევა 180-მდე იქნება. ახლა თუა 300, თქვენისთანა ახალგაზრდა და ლამაზი გოგონების შემხედვარეს 400-მდეც ამივიდოდა. არ გამიმხილოთ რამდენია, ისე გამიკეთეთ ყველაფერი, რომ უფრო ზემოთ არ წავიდესო. (იხილეთ სრულად)