რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ - კვირის პალიტრა

რი­კოთს გა­მოს­ც­დ­ნენ

ბავშვობაში ექიმად თავი ვერ წარმოედგინა, ყველაზე მეტად წერა უყვარდა. მოზარდობისას კი ამ პროფესიისადმი ინტერესი გაუჩნდა და ამიტომ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. როგორც თავად ამბობს, აქვს პატივი, იყოს ექიმი. სრულიად ახალგაზრდამ უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე - გაჩერებული გული აამუშავა. ენდოკრინოლოგი ფიქრია შიომღვდლიშვილი ამჯერად სახალისო ამბებს გაიხსენებს, რომლებიც მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

რიკოთს გამოსცდნენ

სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მორიგეობის დროს, გამორიცხულია, დღე ისე გავიდეს, რომ კურიოზული თუ არა, ღიმილის მომგვრელი რამ არ მოხდეს. მოგეხსენებათ, ზამთარში გამოძახებების რიცხვი იზრდება და შესაძლოა, პაციენტთან მისვლა დაგვიანდეს. მე და ჩემი კოლეგა მივედით გამოძახებაზე და ავადმყოფი მოვიკითხეთ. - თქვენ ჯერ ჩამოსხედით, დაბრძანდით, - გვეუბნებიან. პაციენტი დასავლეთიდან მოჰყავთ და ახლა, რიკოთს გამოსცდნენ. დაახლოებით ერთი საათი კიდევ შეიძლება მოგიწიოთ ლოდინმა... საქმე წინ წაიგდეს, - ავადმყოფი როცა მოვა, ექიმი უკვე ადგილზე დახვდებაო. (იხილეთ სრულად)