ყველა თანახმაა, ერთის გარდა - როგორ ათხოვებდა დედას ხულოელი მამაკაცი - კვირის პალიტრა

ყველა თანახმაა, ერთის გარდა - როგორ ათხოვებდა დედას ხულოელი მამაკაცი

წინათ, ხულოს რაიონის მოხუცები კუთვნილ პენსიას რაიონის ცენტრში არსებულ ბანკში იღებდნენ. ამ დღეს ცენტრში უამრავი ადამიანი იყრიდა ხოლმე თავს. ფულს აიღებდნენ, ჯიბეში საიმედოდ შეინახავდნენ, ჯგუფ-ჯგუფად დადგებოდნენ და ახალ ამბებს ერთმანეთს უზიარებდნენ. პენსიონერებთან საუბარი და ხუმრობა ერთ ხულოელ ახალგაზრდა მამაკაცს, ბესარიონს უყვარდა. დადგებოდა მოხუცებთან, მოუსმენდა, საუბარში ჩაერთვებოდა, ზოგს მართალს ეტყოდა, ზოგს - ტყუილს და საღამოს შინისკენ გახალისებული გაუყვებოდა ხოლმე გზას. ერთ დღესაც ასეთი თავშეყრისა და ლაპარაკის დროს, ერთ-ერთმა პენსიონერმა დაიჩივლა:

- 65 წლის კაცი ვარ, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე. შვილები დაბინავებული მყავს, ერთი ბათუმში ცხოვრობს, მეორე თბილისშია გათხოვილი, კარგად ცხოვრობენ და მეც მეხმარებიან. დიდი სახლი მაქვს, უზარმაზარი ეზო და ბაღი, უთვალავი ცხვარ-ძროხა. ეგაა, ქვრივი ვარ, 5 წლის წინ ცოლი გარდამეცვალა და მარტო ამდენ საქმეს ვერ ავუდივარ. ერთი ჩემსავით ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალი რომ გამაცნო და ცოლად მომაყვანინა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.

- მერე, დედაის გაგირიგებ, - არ დაიბნა ბესარიონი, - იცი, რა კარგი დედაი მყავს, ახალგაზრდა, ლამაზი და ჯანმრთელი.

- გამირიგე, ღმერთი ნუ გაგიწყრება, - შეევედრა პოტენციური მამინაცვალი.

- მე კი გაგირიგებ, მარა დედაის დათანხმება გამიჭირდება. გადირევა, ეს ამბავი რომ ვუთხრა.

- ოღონდ შენ ეს ამბავი გამიხაზირე, მე არაფერს დავიშურებ, - პენსიონერმა ჯიბეში საიმედოდ გადანახული ფული ამოიღო და ბესარიონს ხელში ჩაუკუჭა. გაგრძელება