"თითს თუ არ დააკარებ, მერე გაჩვენებ, ვინ ყოფილა მაუზერა" - კვირის პალიტრა

"თითს თუ არ დააკარებ, მერე გაჩვენებ, ვინ ყოფილა მაუზერა"

ჩემს მომავალ სიმამრს ბლუყუნ-ბლუყუნით ვთხოვე ქალიშვილის ხელი. ამ კაცს ისეთი სახელი ჰქონდა, ყველა ამბობდა, ნამდვილი კაციჭამიააო - მაუზერას ეძახდნენ.

სულ წარბშეკრული დადიოდა, კუშტად იყურებოდა და უზარმაზარ კუნთებს ათამაშებდა. როცა ჩემს ძმას პირველად გავუმხილე ჩემი შეყვარებულის ვინაობა, თვალები დააჭყიტა და ფერი წაუვიდა - ბიჭო, მაგ გოგოს ისეთი მამა ჰყავს, გაგაბრტყელებს, მის გოგოს ხელის შეხება რომ დაუპიროო. ჩემმა შეყვარებულმაც, - მამის ნებართვის გარეშე ვერ გავთხოვდები, ჯერ მისი თანხმობა უნდა მიიღოო, - ფაქტის წინაშე დამაყენა. ბარემ ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ რადგან ჩემი სატრფო უზომოდ მიყვარდა, გამბედაობა მოვიკრიბე და სასიმამროს დავურეკე, თქვენთან შეხვედრა მინდა-მეთქი. - რასთან დაკავშირებითო? - ისეთი ხმით მკითხა, მუხლები მომეკვეთა. - პირადი საკითხია, ტელეფონზე ვერ გეტყვით-მეთქი, - მოვძებნე გამოსავალი. შევთანხმდით. მივდიოდი მასთან შესახვედრად და ფეხები უკან მრჩებოდა. ერთ ცემას როგორ ვერ გავუძლებ და თუ უარს მეტყვის, მერე ავდგები და მოვიტაცებ ჩემს მარგალიტას; ბოლოს და ბოლოს, 26 წლისაა უკვე, მისი გათხოვების დრო აღარ მოვიდა?! კრუხად ხომ არ დასვამენ შინ-მეთქი? - ვფიქრობდი და თავს ვიიმედებდი გაგრძელება